საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 56%-ით გაიზარდა

2024 წელს საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 56%-ით გაიზარდა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, თუ 2023 წელს საქართველოში თავშესაფარი უცხო ქვეყნის 1 052-მა მოქალაქემ მოითხოვა, 2024 წელს ამ მაჩვენებელმა 1 641 შეადგინა.
საქართველოში თავშესაფარი რუსეთის 85-მა და ბელარუსის 40-მა მოქალაქემ მოითხოვა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ყველაზე მეტი უცხოელი, რომელმაც საქართველოში თავშესაფარი მოითხოვა, თურქეთის მოქალაქე იყო – ჯამში 248 ადამიანი, მას მოჰყვება ირანის 226 და პაკისტანის 220 მოქალაქე.
ამასთან, ათეულში შედიან:
უკრაინის – 203 მოქალაქე
ინდოეთის – 150 მოქალაქე
რუსეთის – 85 მოქალაქე
ეგვიპტის – 68 მოქალაქე
იორდანიის – 45 მოქალაქე
ბელარუსის – 40 მოქალაქე
ლიბანის – 39 მოქალაქე
გარდა ამისა, საქართველოში თავშესაფარს ითხოვენ – აზერბაიჯანის, ნიგერიის, ბანგლადეშის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
რაც შეეხება სტატუსს, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა უცხო ქვეყნის 11 მოქალაქეს, ჰუმანიტარული სტატუსი კი 104-ს.
წყარო: ბისნესპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო