საქართველოში ვიზიტით ნატოსა და ევროკავშირის მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი იმყოფებოდა
საქართველოში ვიზიტით ნატოსა და ევროკავშირის მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი იმყოფებოდა
საქართველოში ვიზიტით ნატოსა და ევროკავშირის მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის (MMCC-E) დირექტორი იმყოფებოდა. ბრიგადის გენერალ, დოქტორ შტეფან კოვიცს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალურ შტაბში უმასპინძლა. ორმხრივ შეხვედრაზე ქართველმა და გერმანელმა გენერლებმა საქართველოსა და მრავალეროვნულ სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრს შორის სამხედრო სამედიცინო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს თავდაცვის ძალების მეთაურმა ბრიგადის გენერალი შტეფან კოვიცი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა.
MMCC-E ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას 2021 წლიდან ხელმძღვანელობს.
Previous: პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოყვანილი კვალიფიციური ექსპერტები ამბობენ, რომ რაც თქვა მთივლიშვილმა თავის ტყუილ ფილმში, აბსოლუტური სიცრუეა, სამწუხაროდ ეს ტყუილი დაფინანსდა და დაჯილდოვდა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.