საქართველოში ვიზიტით მყოფი -ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოში ვიზიტით მყოფი -ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა აშშ-ის საელჩოში მიმდინარეობს, რომელსაც ესწრებიან: „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი , „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია და პარტია „გახარია-საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური.

როგორც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღებას გაამახვილებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე.

„ჩვენ გვექნება შეხვედრა ბატონ ანდრეოლისთან, რომელიც არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, რომელიც აქ არის იმისთვის, რომ ადგილზე მოიკვლიოს ვითარება, დაინტერესდეს ყველა იმ ძირითადი პოლიტიკური საკითხით, რაც ახლა, როგორც გამოწვევა, ჩვენი დემოკრატიის წინაშე დგას. ბუნებრივია, ამავე დროს გაეცნოს იმ გამოწვევებს, რაც „შუა კორიდორს“ გააჩნია. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ბატონი ანდრეოლი ეწვია როგორც ფოთის პორტს, ასევე ანაკლიის ტერიტორიას, ეს არის ძალიან კარგი ნიშანი იმ აქტიური ინტერესისა, რაც აშშ-ის გააჩნია „შუა კორიდორისადმი“ და საქართველოს უაღრესად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ფუნქციისადმი, რომელიც „ქოცურმა“ რეჟიმმა შეგნებულად შესწირა მსხვერპლად თავის რუსულ პოლიტიკურ კურსს, რის შედეგადაც ჩვენ უკვე მერამდენე წელია ძალიან დიდი დანაკარგი გვაქვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახით.

ცხადია, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ სახელით ვისაუბრებ, როგორც „შუა კორიდორთან“ დაკავშირებით, ასევე ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც დღეს ჩვენს დემოკრატიას უდგას გამოწვევად, ეს იქნება პოლიტიკური სისტემის გადატვირთვის ჩვენებური ხედვა, ძალიან მკაფიოდ დაფიქსირება იმისა, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ახალი უნდა ჩაინიშნოს. ჩვენ მოველით აშშ-დან ძალიან პროაქტიულ ჩართულობას ყველა ამ მიზნისა და ამოცანის განხორციელებაში”, – განაცხადა გეგელიამ.

აშშ-ის საელჩოს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ასევე შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ეწვევა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს.

გარდა ამისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად