ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში ევროკრატიის ელჩებში ფარისევლობაში დაწინაურდა პაველ ჰერჩინსკი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ორ სხვადასხვა განცხადებას ეხმიანება, რომელიც ერთის მხრივ აცხადებს, რომ „პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა“ და ამასთან, იმედი აქვს, რომ მალე მიაღწევენ იმ მომენტს, როდესაც „27 ქვეყანა საქართველოს ხელისუფლებას დაასანქცირებს“.
ანალიტიკოსის თქმით, ამგვარი ანტიქართული განცხადებებით ვერც ევროკავშირის წარმომადგენლობა და ვერც სხვა საგარეო აქტორები ქართველთა გულს ვერანაირად მოიგებენ და მარგინალიზაციის ჭაობში გააგრძელებენ დრეიფს. „საქართველოში ევროკრატიის ელჩებში ფარისევლობაში დაწინაურდა ევროკავშირის წარმომადგენელი პაველ ჰერჩინსკი, რომელიც ევრობლოკში პარტიების აკრძალვას ვერ ხედავს და ოცნებობს ჩვენს ხელისუფლებაზე მასშტაბურ სანქციებზე.
Pan Pawel-მა, ტოქსიკურობის ტემპს რომ დაუწიოს, უწინარესად, უპრიანია მისთვის და ბრიუსელის ჩამყაყებული ბიუროკრატიისთვის. ამგვარი ანტიქართული განცხადებებით ვერც ევროკავშირის წარმომადგენლობა და ვერც სხვა საგარეო აქტორები ქართველთა გულს ვერანაირად მოიგებენ და მარგინალიზაციის ჭაობში გააგრძელებენ დრეიფს.“-წერს გია აბაშიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.