ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში დასაქმებულთა რამდენ პროცენტს აქვს 600 ლარზე ნაკლები და 9600 ლარზე მეტი ხელფასი

2024 წლის თებერვალში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს გაიზარდა.
pmcg-ს კვლევის, მიხედვით, 2024 წლის თებერვალში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.2%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.2%- ით არის გაზრდილი.
„2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 15.8%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 25.1%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. 2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.3%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.