ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიის, ქვანახშირის და ნავთობპროდუქტების წარმოება გაიზარდა

ელექტროენერგიის მთლიანმა წარმოებამ 2023 წლის დეკემბერში 1166.5 გვტ.სთ შეადგინა (ნოემბერში 1003.4 გვტ.სთ იყო), საიდანაც თბოელექტროსადგურებზე 378.2 გვტ.სთ, ჰიდროელექტროსადგურებზე 781.9 გვტ.სთ, ხოლო ქარის ელექტროსადგურზე 6.3 გვტ.სთ მოდიოდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის შიდა მიწოდებამ 1 217.9 გვტ.სთ შეადგინა, ხოლო იმპორტმა 594.3 გვტ.სთ, რაც შეეხება ექსპორტს ეს მაჩვენებელი 486.1 გვტ.სთ იყო.
გასული წლის დეკემბერში ბუნებრივი გაზის წარმოებამ 1.3 მლნ.მ3 შეადგინა (ნოემბერში 1.3 მლნ.მ3). იმპორტი 684.3 მლნ.მ3, ხოლო შიდა მიწოდება 686 მლნ.მ3 გახდა.
რაც შეეხება ნავთობის და ნავთობპროდუქტების წარმოებას, დეკემბერში 5 ათასი ტონა იყო, რაც 2.8 ათასი ტონით მეტია წინა თვესთან შედარებით. შიდა მიწოდებამ 137.1 ათასი ტონა შეადგინა, იმპორტმა 149.8 ათასი ტონა, ხოლო ექსპორტმა 7.1 ათასი ტონა.
ქვანახშირის წარმოებამ ნოემბერში 11.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც გაზრდილი მაჩვენებელია, რადგან ნოემბერში 7.1 ათასი ტონა იყო. იმპორტმა 16.3 ათასი ტონა, ხოლო შიდა მიწოდება 29.5 ათასი ტონა შეადგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.