საქართველოში ბინების მოკლევადიანი გაქირავების სერვისზე მოთხოვნა შემცირდა, დაცემულია გაქირავების ფასიც - Wehost
Airbnb -ზე აქტიური განცხადებების რაოდენობა იზრდება. ამ დროისათვის ბინების გაქირავების საიტზე საქართველოდან 50 ათასამდე აქტიური განცხადებაა, მათ შორის 18 ათასამდე აქტიური განცხადებაა თბილისიდან, ხოლო 20 000-მდე ბათუმიდან.
საქართველოში Airbnb-ის მენეჯმენტი კომპანია Wehost-ის დამფუძნებლის განცხადებით, განცხადებების ზრდას სერვისზე არა მაღალი მოთხოვნა, არამედ ბაზარზე შეცვლილი ტენდენცია განაპირობებს. კერძოდ, როგორც ნიკა ანჯაფარიძე „საქმის კურსთან“ ინტერვიუში განმარტავს, თუ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოში გაზრდილი მიგრაციის გამო მოქალაქეები ბინების გრძელვადიან გაქირავებაზე გადავიდნენ, ახლა ეს ადამიანები კვლავ ბინების მოკლევადიანი გაქირავების სერვისს დაუბრუნდნენ. შესაბამისად, Airbnb -ზე განცხადებების ზრდაც ამას უკავშირდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.