საქართველოში არ შემოუშვეს ბელარუსი აქტივისტი

საქართველოში არ შემოუშვეს ბელარუსი აქტივისტი დმიტრი გრინკევიჩი, ინფორმაციას გამოცემა „Пoзiрк-ი” ავრცელებს უფლებადამცველ რომან კისლიაკზე დაყრდნობით, რომელიც 2021 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და თავშესაფრის მიღების მოლოდინშია.
გრინკევიჩისთვის შემოშვებაზე უარის მიზეზი უცნობია.
როგორც კისლიაკი აღნიშნავს, გრინკევიჩი აჭარაში ბელარუსული დიასპორის აქტიური წევრი იყო. მას, როგორც უფლებადამცველს, შარშან ბათუმში პოლიციის განყოფილების მახლობლად პიკეტისას, ინტერვიუ ჩამოართვეს გრინკევიჩმა და ბელარუსმა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა ანდრეი მელეშკომ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში არ შემოუშვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019–2024 წლებში ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის (ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის) არცერთი განაცხადი არ დააკმაყოფილა.
სულ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ბელარუსებმა საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნით შეიტანეს 81 განაცხადი, რომელთაგან 16 არასრულწლოვანის მიერ ან მათი სახელით იყო წარდგენილი. ამ პერიოდში საქართველომ 56 განაცხადი უარყო, მათ შორის 13 არასრულწლოვანის.
Current Time წერს, რომ 2019 წლიდან 2024 წლამდე საქართველოდან სამი ბელარუსი იქნა დეპორტირებული – წელიწადში ერთი მოქალაქე 2020, 2021 და 2023 წლებში.
2024 წლის სექტემბერში საქართველოში შემოშვებაზე უარი უთხრეს ბელარუს ოპოზიციონერსა და აქტივისტს, ანდრეი მელეშკოს და მის არასრულწლოვან ქალიშვილს. ისინი პოლონეთში მოგზაურობის შემდეგ ქვეყანაში ბრუნდებოდნენ. მელეშკოს უარი „სხვა მიზეზით“ საფუძველზე უთხრეს.
თავად კისლიაკმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით 2023 წლის 24 თებერვალს მიმართა, რაზეც 2024 წლის აგვისტოში უარი ეთქვა. ბელარუსი უფლებადამცველი ამ გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად