საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
“ავერსის” დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში არსებულ ბიზნეს გარემოზე “კაცმანის პოდკასტში” ისაუბრა. კითხვაზე, რატომ არ გავიდა სხვა ბაზრებზე, კურტანიძემ განაცხადა, რომ მაშინ, როცა საქართველოში დაბალი გადასახადებია, არ არის კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა, რთულია შეხვიდე სხვა ქვეყანაში, სადაც კორუფციაა და ეძებო მფარველები მთავრობაში.
“ძალიან რთულია იგივე მეზობელ ქვეყნებში. საქართველოში როცა შეგიძლია იმუშაო ოფიციალურად, გადასახადები არის რეალური, ეს არ გიქმნის პრობლემას რომ იარსებო, იმიტომ, რომ არ არის მაღალი გადასახადები, არ გახრჩობს, ასევე არ არის კორუფცია, ზეწოლა – რაც რთულია ბიზნესისთვის. ამ დროს შეხვიდე ქვეყანაში, სადაც კორუფციაა, ვიღაცა უნდა გყავდეს მთავრობაში და ა.შ., ჩემთვის ეგ ძალიან რთულია. არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში.” – განაცხადა პაატა კურტანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა