საქართველოში ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 2.6-ჯერ მეტია

EU-ში სიკვდილიანობის სტატისტიკა გზებზე მილიონ მოსახლეზე 45 ადამიანია, საქართველოში კი 120, - ამას მოწმობს ევროპარლამენტის სტატისტიკა.
2024 წლის სტატისტიკის მიხედვით, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში მილიონ მცხოვრებზე დაიღუპა დაახლოებით 20-დან 50 ადამიანამდე, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში საშუალოდ 50-დან 78 ადამიანამდე. ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდ შედეგი რუმინეთშია, სადაც მილიონ მცხოვრებზე 78 დაღუპულია.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს 444 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 3.7 მილიონ მცხოვრებზე გადაანგარიშებით, 1 მილიონ მოსახლეზე 120 დაღუპულს უდრის.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.