ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორები თვეში საშუალოდ ₾265.9 მილიონს ხარჯავენ

საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორები თვეში საშუალოდ ₾265.9 მილიონს ხარჯავენ
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 277.7 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 555.5 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 8.8 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 6.8 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 688.2 ათასით განისაზღვრა, რაც 10.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2024 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების 37.3 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 53.4 პროცენტს შეადგენდა.
2024 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 265.9 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 8.6 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 1.8 პროცენტით და 170.9 ლარს უტოლდება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.