ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა

საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა

საქართელოს 20-წლამდელთა ნაკრებს პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი ჰქონდა. ამისთვის საჭირო იყო დღეს დანიასთან გამარჯვება და ბოლო ტურში ნიდერლანდებთან მოგებით ქართელები მეოთხედფინალში გადიოდნენ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა – დანიამ გაიმარჯვა და საქართველომ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა.
დანია კერკეტი გუნდი აღმოჩნდა. სკანდინავიელებმა ყველა პერიოდი მოგვიგეს, მართალია მცირედით, თუმცა მათთვის ეს გასამარჯვებლად საკმარისი აღმოჩნდა. საბოლოოდ დანიამ 85:74 იმარჯვა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა. საქართველო ერთადერთია ჯგუფში, პლეი ოფში რომ ვეღარ გავა. დანარჩენ 5 გუნდს ბოლო ტურში საუკეთესო 2 ადგილის დაკავების შანსი აქვს.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო ლუკა ლომთაძე – 23 ქულა, 6 მოხსნა. 13 ქულა მოაგროვა თენგო გოგიშვილმა, ლუკა ალავიძის ანგარიშზე 9 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. სამწუხაროდ, მხოლოდ 2 წუთი ითამაშა ავთანდილ ბახტაძემ, რომელმაც მოედანი ტრავმის გამო დატოვა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ოთხშაბათს, ნიდერლანდებთან გამართავს, რის შემდეგაც ბრძოლას საკვალიფიკაციო ეტაპიდან განაგრძობს – IX-XXII ადგილებისთვის.
GBF.GE
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
დავით უსტიაშვილი: მიზანია, ნაკრებმა ოპტიმალურ კონდიციებს ივლისის დასაწყისისთვის მიაღწიოს
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
U20. საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.