ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს 18 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის პირველ ეტაპში მონაწილეობს

2024 წლის 12 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით, საქართველოს 18 წლამდე ახალგაზრდული ნაკრების წევრები: ანა ბოლოკაძე ნია გათენაძე, ელენიკა ეფრემიძე, დავით ბასილაძე,ლაშა გიორგი ფირცხალაშვილი, თემურ დავითაძე. მწვრთნელები: ეკა აბაიშვილი, გურამ ბასილაძე და თამაზ ბასილიძე ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის პირველ ეტაპზე გაემგზავრნენ.
ევროპის თასის პირველი ეტაპის დაწყებამდე – ახალგაზრდებს შორის რამდენიმე დღით ადრე, 13-14 აპრილს გაიმართა ბულგარეთის ღია ჩემპიონატი, სადაც ქართველმა სპორტსმენმა ანა ბოლოკაძემ ინდივიდუალურ ბრძოლაში ოქროს მედალი მოიპოვა. მიქსებში ვერცხლის მედლები მოიპოვეს ანა ბოლოკაძემ და ლაშა გიორგი ფირცხალაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.