ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის სიაში 12 ქალია

საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის სიაში 12 ქალია
ახალი თავი Forbes Georgia-ს ისტორიაში: თქვენ წინაშეა საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის რეიტინგი. ჩვენ უკვე 15 წელია, ვწერთ მდიდარ ადამიანებზე, თუმცა ქვეყნის კერძო კაპიტალის ზუსტი საზომი ფართო საზოგადოებისთვის პირველად ხდება ხელმისაწვდომი.

Forbes Georgia-ს 15-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად ვაქვეყნებთ საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის კონსოლიდირებულ რეიტინგს – კერძო ბიზნესაქტივების სტრუქტურირებულ შეფასებას.

რეიტინგში წარმოდგენილი 100 მეწარმის ქონების ჯამური ღირებულება ₾60.1 მილიარდს აჭარბებს. ეს მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის 60%-ს უახლოვდება და საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლებს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება.

საინტერესოა, რომ ქვეყნის მსგავსად, უმდიდრეს ადამიანთა შორისაც კაპიტალი მწვერვალზეა კონცენტრირებული: უმდიდრეს მეწარმეთა ასეულის პირველი ათეული საერთო ქონების დაახლოებით 60%-ს აკონტროლებს, ხოლო პირველი ხუთეული – თითქმის ნახევარს. რეიტინგში საშუალო ქონება დაახლოებით ₾600 მილიონს შეადგენს, მაშინ როდესაც მედიანური მაჩვენებელი მხოლოდ ₾227 მილიონია. ეს განსხვავება ცხადყოფს ასეულში სიმდიდრის მკვეთრად არათანაბარ გადანაწილებას.

პატარა ეკონომიკაში ასეთი განაწილება შემთხვევითი დეტალი არ არის. ის განსაზღვრავს კონკურენციის დინამიკას, კაპიტალის მოძრაობას და განვითარების ტემპს.

ვრცლად

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.