ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“საქართველოს №1 საექსპორტო პარტნიორი ყირგიზეთი გახდა – ყველაფერი რუსეთში გადის” – გოცირიძე

საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო პარტნიორი მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ყირგიზეთი გახდა.
ამ ქვეყნის მშპ თითქმის ოთხჯერ ნაკლებია საქართველოსთან შედარებით და შეუძლებელია მის მოსახლეობას იმ სიდიდის მსყიდველობითუნარიანობა ჰქონდეს, რომ საქართველოდან შემოტანილი საქონელი, მათ შორის მსუბუქი ავტომობილები თავად რომ შეიძინოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი რუსეთში გადის. ამ ფაქტზე გავამახვილე ყურადღება და ძალიან დელიკატური ფორმით ვურჩიე გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრს, დააკვირდნენ, იანვარ-თებერვალში საქართველოში კატარიდან რომელიღაც კერძო კომპანიის მიერ შემოტანილი 22 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატები რომ არ მოხვდეს ყირგიზეთში. პასუხად რა მივიღე? პარლამენტის ე. წ. თავმჯდომარის სამარცხვინო კომენტარი, შევარდნაძის მთავრობის ყოფილი მებაჟის, ვინმე ირაკლი ქადაგიშვილის ყმუილი და ხალხის ძალად წოდებული პუტინის პარტიის წევრების აგრესიული შეძახილები.
ამათ ცოტა ფული მიეცი და ყველაფერს იკადრებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.