ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ხელისუფლების რეპრესიული მექანიზმები ზღუდავს დემოკრატიას – ნორვეგიის საგარეო

საქართველოს ხელისუფლების რეპრესიული მექანიზმები ზღუდავს დემოკრატიას – ნორვეგიის საგარეო

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებს. მათი შეფასებით, ეს კანონები ხელს ზღუდავს დემოკრატიას.
“ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ახალი, რეპრესიული მექანიზმებით. მათ შორის, უცხოელი აგენტებისა კანონითა და ინიციატივით, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საშუალებას იძლევა. ეს ზღუდავს ქართულ დემოკრატიას გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო სივრცისა და პოლიტიკური პლურალიზმის განადგურებით”, – ვკითხულობთ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
1-ელ აპრილს “ქართულმა ოცნებამ” მიიღო მედიისა და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგმიმართული კანონები.
ასევე, სისხლის სამართლის კოდექსში დაბრუნდა სამშობლოს ღალატის მუხლი; ყველა კანონიდან ამოიღეს სიტყვა “გენდერი”; საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სავალდებულო აღარ იქნება; საჯარო მოხელეებსა და მოსამართლეებს აეკრძალებათ აკადემიური საქმიანობა ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.
გარდა ამისა, “ქართულმა ოცნებამ”, “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის დაანონსების შემდეგ, გადაწყვიტა, არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტია, რომელსაც მის მემკვიდრედ მიიჩნევენ.
ამავე თემაზე:
· “ოცნება” აპირებს, არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს ყველა ოპოზიციური პარტია, ვისაც ენმ-ის მემკვიდრედ ჩათვლის
· „ოცნების“ პარლამენტმა მედიისა და არასამთავრობოების წინააღმდეგ კანონები საბოლოოდ მიიღო

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.