ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ხელისუფლება ბოლო ორი წლის მანძილზე ატარებს უაღრესად პრაგმატულ და მიზანმიმართულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას!

“როდესაც საქართველოს ახალ პრემიერს ვუსმენდი უნებლიედ გამახსენდა დიდი კონსტანტინეს სიტყვები: “სხვის ომში მხოლოდ შლეგებს შეუძლიათ თავის გაწირვაო”! გვეყო ქართველთ მუდამ სხვის დაკრულზე ცეკვა და სხვის ომებში ქართველ ვაჟკაცთა ხმალქნევა!”- ამის შესახებ წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.
“უდავოა საქართველოს ხელისუფლება ბოლო ორი წლის მანძილზე ატარებს უაღრესად პრაგმატულ და მიზანმიმართულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას! რაც მიმდინარე მსოფლიო ახალი გადანაწილების ფონზე მდგომარეობს შემდეგში – ბალანსირება სამყაროს ოთხივე მხარეს შორის, რამაც საბოლოოდ უნდა მოიტანოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და მოსახლეობის ფიზიკური გადარჩენა! როდესაც საქართველოს ახალ პრემიერს ვუსმენდი უნებლიედ გამახსენდა დიდი კონსტანტინეს სიტყვები: “სხვის ომში მხოლოდ შლეგებს შეუძლიათ თავის გაწირვაო”! გვეყო ქართველთ მუდამ სხვის დაკრულზე ცეკვა და სხვის ომებში ქართველ ვაჟკაცთა ხმალქნევა! დიახ, გეთანხმები ბნო ირაკლი – “დროა მშვიდობა, სიწყნარე, სიმშვიდე და აღმავლობა ნახოს საქართველომა”!”- წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.