საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა”- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა.
“სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
აღნიშნულ საქმეზე მომჩივანი ფიზიკური პირების პრეტენზია შეეხებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, ვინაიდან მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს დღემდე ახორციელებს.
სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, თუმცა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლება მასზე ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს რუსეთის მხრიდან სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩარევის გამო.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობის მიუხედავად, სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება აფხაზეთში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად.”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას