არქივი8 იანვარი, 2025, 12:38
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მეოთხედფინალისთვის ბრძოლას განაგრძობს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ხორვატიის ნაკრებთან 11:13 დამარცხდა.
ამ წყვილში გამარჯვებულმა ხორვატიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვა. წაგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს. ქართველი წყალბურთელები შესარჩევი ტურნირის C დივიზიონის (აშშ, იაპონია, რუმინეთი) მესამეადგილოსანს 9 იანვარს დაუპირისპირდებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.