საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვარი ავრცელებს.
„მემორანდუმის მიზნებია: ზრუნვა მოსახლეობის დაუცველი ფენის ჯანმრთელობაზე და სოციალურ კეთილდღეობაზე,ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, კატასტროფების და საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების ეფექტური მეთოდების შემუშავება; წითელი ჯვრის და წითელი ნახევარ მთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჰუმანიტარულ ფასეულობების გავრცელება; და მოხალისეობის განვითარება.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდობისა და მოხალისეთა განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ ნიკოლაშვილმა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობა და სამომავლო გეგმები“, - აღნიშნულია „წითელი ჯვრის“ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.