საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად მუშაობს დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ველზე

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციით, ოზურგეთში, ჩოხატაურში, აჭარისა და იმერეთის სოფლებში სრულად მობილიზებულია საველე სამუშაოებში გადამზადებული მოხალისეები და მათთან ერთად, ორგანიზაციის თანამშრომლები.
მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია საქართველოს წითელი ჯვრის ცხელი ხაზი: 032 2 501 105.
„საქართველოს წითელი ჯვარი აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან, ასევე დონაციაში ჩართულ კომპანიებთან, რათა ერთობლივად და ეფექტურად მოვახდინოთ სტიქიით გამოწვეულ საჭიროებებზე დროული რეაგირება.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, თავისი ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, თანამშრომლობისკენ მოუწოდებს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, თითოეულ მოქალაქეს, ჩაერთოს დონაციაში, რათა დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, მოხუცებსა და ბავშვებს ერთობლივად გავუწოდოთ დახმარების ხელი.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარების მსურველები დაგვიკავშირდით საქართველოს წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე: 032 2 501 105, ან დარეკეთ: +995 599 40 99 06; +995 551 81 94 94.
გვჯერა, ერთიანი ძალებითა და მოხალისეობრივი სულისკვეთებით ყველა სირთულეს გადავლახავთ!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“უნდა გავაფრთხილოთ ავტომობილის პატრონები, თუ წყალი დგას ქუჩაზე, უნდა გააჩეროთ მანქანა და იფიქროთ თავის გადარჩენაზე – წყლის დონე შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს ავტომობილით გადაადგილებისას”

ზვიად კვარაცხელია: ყველას გვაქვს მისი პოეზიიდან აკვიატებული ლექსები, სტრიქონები, მე კი ივლისის, ტარიელ ჭანტურიას დაბადების (და უკვე გარდაცვალების) თვეში ეს პატარა შედევრი მახსენდებოდა და გამახსენდება ყოველთვის…