საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – მელინე არაკელიანთან გამართა.
შსს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლიციის ატაშეების როლზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში და დადებითად შეაფასა ნიდერლანდების მხარის მიერ საქართველოში პოლიციის ატაშეს მოვლენა, რომელიც საქმიანობას 2023 წლიდან შეუდგა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობასა და ურთიერთობების შემდგომი განვითარების გეგმებზე. შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს წარმატებები უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლებენ პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებას სხვადასხვა მიმართულებით“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?