ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბრალად 6.5 მილიონი დოლარის სახლში ქონა ედება“ - BBC ღარიბაშვილზე

„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბრალად 6.5 მილიონი დოლარის სახლში ქონა ედება“ - BBC ღარიბაშვილზე

„საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბრალად 6.5 მილიონი დოლარის სახლში ქონა ედება“ - ასეთი სათაურით ვრცელ სტატიას BBC აქვეყნებს ღარიბაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
„საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგა დიდი მასშტაბის ფულის გათეთრების ბრალდებით - ეს შოკისმომგვრელი ცვლილებაა საქართველოს დე ფაქტო ლიდერ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირისთვის...მან აღიარა დანაშაული კორუფციის ბრალდებებში, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მას კი ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.“ - ვკითულობთ სტატიაში.
პუბლიკაციაში ნახსენებია ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური წარსულიც.
„2014 წლის თებერვალში მან ხელი მოაწერა საქართველოს ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან.თუმცა, ბოლო წლებში სათავეში ჩაუდგა საქართველოს ევროკავშირიდან დაშორებას. მან მჭიდრო კავშირები დაამყარა უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან და განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება უკრაინაში ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.“ - წერს BBC

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.