ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ქალთა ნაკრები მალტას დაუპირისპირდება

საქართველოს ქალთა ნაკრები მალტას დაუპირისპირდება

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება.
აპრილის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ირის ანტმანის გუნდი მალტას დაუპირისპირდება. პირველი მატჩი თბილისში, 4 აპრილს გაიმართება, 8 აპრილს კი, ჩვენი გუნდი მეტოქეს სტუმრად დაუპირისპირდება.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში, სფფ-ის საწვრთნელი ცენტრის, ბასას მოედანზე ემზადება.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), სვეტლანა გაბელაია (ნიკე-ლუსო, თბილისი)
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფო ნარსია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი
(ლანჩხუთი), ნათია ჯოჯუა (ელიტა, თბილისი), ანი აკობიძე (ლანჩხუთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნათია დანელია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ტატიანა მატვეევა (ლანჩხუთი), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი), კესო მეტონიძე (რაჭა, ამბროლაური) მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), თინათინ ამბალია (კვარტალი, თბილისი), ნინი ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნათელა წოწერია (კვარტალი, თბილისი), ხატია ჭყონია (ნიკე-ლუსო, თბილისი),
2025 წლის ერთა ლიგის C ლიგის გათამაშებაში, საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში ასპარეზობს, სადაც მისი მეტოქეები ანდორა, მალტა და კვიპროსი არიან. C ლიგა ექვსი ჯგუფისგან შედგება და B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი, რომლებიც პლეი-ოფში B ლიგის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან. ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრების აქტივში 3 ქულაა.
nakrebi.ge

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.