ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“

საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“.
საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, თსუ-ის პირველი კორპუსის, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში წარმოდგენილი იყო საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი, სხვადასხვა წლებში გამოცემული 133 საფოსტო მარკა.
„ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ფოსტას შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, წლების განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტია განხორციელებული“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.