ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ფოსტისა და თოჯინური ანიმაციური ფილმების სტუდია „ჯიბის სტუდიის“ ორგანიზებით, შემეცნებითი მასტერკლასი გაიმართა

საქართველოს ფოსტისა და თოჯინური ანიმაციური ფილმების სტუდია „ჯიბის სტუდიის“ ორგანიზებით, შემეცნებითი მასტერკლასი გაიმართა

საქართველოს ფოსტისა და თოჯინური ანიმაციური ფილმების სტუდია „ჯიბის სტუდიის“ ორგანიზებით, შემეცნებითი მასტერკლასი გაიმართა.

მოზარდებს უმასპინძლეს საქართველოს ფოსტის, 2025 წლის, საახალწლო კამპანიის ანიმაციის შემქმნელებმა.

ღონისძიების ფარგლებში, მოზარდებმა დაათვალიერეს საქართველოს ფოსტის ანიმაციის ექსპონატები, გაეცნენ ანიმაციურ ფილმებს. ასევე, მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ შეექმნათ ზღაპრული პერსონაჟები და ანიმაციური ვიდეოები.

მასტერკლასში მონაწილეობა მიიღო თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 40 - მდე აღსაზრდელმა.

საქართველოს ფოსტის მიერ ორგანიზებული მასტერკლასის მიზანია, ბავშვებში გემოვნების, შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნების განვითარება, რაც სამომავლოდ მათ წარმატებაზე აისახება.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, საქართველოს ფოსტამ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, არაერთი, მნიშვნელოვანი, CSR პროექტების ინიცირება მოახდინა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.