ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ფოსტამ დოდო აბაშიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკა გამოსცა

საქართველოს ფოსტამ დოდო აბაშიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკა გამოსცა

საქართველოს ფოსტამ დოდო აბაშიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკა გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართა.
ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა თეონა იაშვილმა და გენიალური ქართველი მსახიობის შვილმა ზაზა აბაშიძემ.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს ეროვნულ არქივს, იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.
20 სექტემბრიდან, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, საიუბილეო მარკასთან ერთად, წარმოდგენილია მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ექსპოზიცია. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი იხილავს დოდო აბაშიძის თეატრალური და კინოროლების ამსახველ ფოტოებს, მის პორტრეტებს და საოჯახში არქივში დაცულ სურათებს. გამოფენის დათვალიერება თავისუფალია.
ქართული მარკა, მიმოქცევაშია 2024 წლის აგვისტოდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრები საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღიშნული მარკით არის შესაძლებელი. მარკის ავტორია ბადრი გაგნიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 25.002 ერთეული.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.