ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს

საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს

2025 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისა და მიმდინარე სეზონის გრან-პრის სერიების საერთო შედეგებით (4 495 ქულა) საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად მიიღებს მონაწილეობას.
ჩემპიონატზე, რომელსაც ყოველ მეორე წელიწადს ტოკიო მასპინძლობს, ექვსი ქვეყნის გუნდი მონაწილეობს. 2025 წელს, საქართველოს გარდა, იასპარეზებენ ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, კანადის, საფრანგეთისა და იტალიის ნაკრები გუნდები.
მსოფლიოს ჩემპიონატი ტოკიოში 17-20 აპრილს ჩატარდება.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.