საქართველოს ფეხბურთელები დამარცხდებიან და გულიც არ დაგვწყდება, რადგან ერს უღალატეს – მირანდა

დღეს საქართველოს ფეხბურთელები დამარცხდებიან და გულიც არ დაგვწყდება, რადგან ერს უღალატეს დუმილით და კონფორმიზმით! – ამის შესახებ საქართველო-უკრაინის მატჩის დაწყებამდე, ხილ-ბოსტნის მაღაზიის მეპატრონის ცოლმა მირანდა ჯობავამ დაწერა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც “გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებით, მეუღლესთან, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრ ვიტალი გუგუჩიასთან ერთად, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს დაუპირისპირდა.
ჯობავას თქმით, ქართველი ფეხბურთელები დამარცხდებიან, რადგან ისინი ვეღარ იგრძნობენ მხურვალე მხარდაჭერას და გულშემატკივრობას. მისი თქმით, სულ ემახსოვრება, რა პოზიცია ჰქონდათ ფეხბურთელებს “ქვეყნისთვის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში.”
“საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, დღეს საქართველოს ფეხბურთელები დამარცხდებიან და გულიც არ დაგვწყდება, რადგან ერს უღალატეს დუმილით და კონფორმიზმით!
დამარცხდებიან, რადგან ვერ იგრძნობენ მხურვალე მხარდაჭერასა და გულშემატკივრობას…
სამწუხაროდ, მოლოდინი მხოლოდ ეს მაქვს…
და სამუდამოდ მკიდია ფეხბურთი, რადგან სულ მემახსოვრება რა პოზიცია ჰქონდათ ქვეყნისთვის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში!!!
წყეულიმც იყოს ასეთი ნათამაშევი და თუნდაც მოგებული ბურთი!!!” – წერს მირანდა ჯობავა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა