ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების სტარტაპ იდეა „AI IA“ ბარსელონაში გამართულ HackUPC ჰაკათონში, საუკეთესო 50 პროექტს შორის მოხვდა

საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სტუდენტების სტარტაპ იდეა „AI IA“, ბარსელონაში გამართულ HackUPC ჰაკათონში, საუკეთესო 50 პროექტს შორის მოხვდა.
საერთაშორისო ჰაკათონი უკვე მე-10 წელია იმართება და წელს 30 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, კანადის და ევროპის ქვეყნებიდან 750 სტუდენტისგან დაკომპლექტებული 250 გუნდი იღებდა მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან მონაწილეობა მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარმა გუნდმა მიიღო.
გუნდის წევრებმა: ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა, ცოტნე ბერიშვილმა, გუგა გოგუამ და გიორგი კირაკოსიანმა შეიმუშავეს აპლიკაცია „AI IA“, რომლის მიზანია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და თითოეულ ინდივიდზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა, რაც დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შესაძლებლობას აძლევს ინდივიდუალურად განავითარონ საკუთარი ცოდნა მათთვის საინტერესო საკითხის ირგვლივ.
სტუდენტების იდეამ მოწონება დაიმსახურა ისეთი დიდი ორგანიზაციებისგან, როგორიცაა GitHub, InterSystems, Bluetab TravelPerk.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.