საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების ცნობით, 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში, ასევე 16-18 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

ნაცსექტის ერთ-ერთი ყველაზე მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეპრესიასა“ და „ავტორიტარიზმში“ ადანაშაულებს, ბერლინში ჩასულმა კი, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს