ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

უნგრეთის ქალაქი დიორი 10 მეტრზე პნევმატური იარაღიდან სროლაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე ახალგაზრდა შერეულ წყვილებს შორის ისტორიაში პირველად ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა.
მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ ფინალში გერმანელი წყვილი – ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი ანგარიშით 17:15 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მესამე ადგილი აზერბაიჯანელ წყვილს ერგო.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ნინო სალუქვაძე, ლიზი კილაძე, მარიამ მარშავა, ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი, აკაკი მოსულიშვილი, მარიამ ფროდიაშვილი, სალომე ფროდიაშვილი, მარიამ აბრამიშვილი, გიორგი მუმლაძე, იოანე ხვარეშია და შოთა სუმბაძე ასპარეზობენ.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.