ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე დაასრულა

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე დაასრულა

ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატიკური პისტოლეტით სროლაში საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირზე საქართველომ ოთხი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ტყვიის მსროლელმა მარიამ აბრამიშვილმა სოლო ტურნირში ოქროს მედალი მიიღო; ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ევროპის ჩემპიონობა იზეიმა საქართველოს ვაჟ ტყვიის მსროლელთა ნაკრებმაც – გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, მათ ფინალში უკრაინის ნაკრებს ანგარიშით 16:6 სძლიეს.
გუნდურ ჩათვლაში ოქრო გოგონათა ნაკრებმა – მარიამ აბრამიშვილის, მარიამ მარშავასა და მარიამ ფროდიაშვილის შემადგენლობით – მოიპოვა. მათ 1711 ქულა დააგროვეს, რაც ევროპის რეკორდია.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.