ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საუდის არაბეთში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საუდის არაბეთში, ერ-რიადში, პირველად მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Riyadh Travel Fair.
3 -დღიან გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობდა.
Riyadh Travel Fair-ზე, საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.
საუდის არაბეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 32 ქვეყნიდან 200-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. გამოფენას 23.000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.