ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს და პროფესიულ წინსვლას უსურვებს. რექტორის მიმართვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მიმართვაში დავით გურგენიძე აღნიშნავს, რომ თავისუფალი და ობიექტური მედიის არსებობა მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის დაცვისათვის.
“ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ თითოეულ ჟურნალისტს, გისურვებთ პროფესიულ წარმატებებს. მედიის ობიექტურობა დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ერთ-ერთი უმაღლესი სკოლაა, სადაც მომავალი ჟურნალისტებიც ეუფლებიან ამ მეტად საპასუხისმგებლო პროფესიას. მინდა ჩვენს სტუდენტებს ვუსურვო წარმატებები სამომავლო საქმიანობაში - იყავით თავისუფლები, დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები.
აქვე, შეუძლებელია არ გავიხსენოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჟურნალისტები, უფალმა დაუმკვიდროს მათ სასუფეველი. თქვენ კი, მოქმედ თუ მომავალ ჟურნალისტებს, არასოდეს გამოგეცადოთ ომის სუსხი. მშვიდობა საქართველოს და მსოფლიოს!
კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს. წარმატებები თქვენ!”, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიმართვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.