ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორად პროფესორი ვაჟა პაპასკირი აირჩია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე პროფესორი ვაჟა პაპასკირი იქნა არჩეული. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ვაჟა პაპასკირი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, ხმათა სრული უმრავლესობით აირჩია.
„სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების დანიშვნის შესახებ აკადემიურმა საბჭომ მიმდინარე წლის 18 იანვარს გამოსცდა დადგენილება, რომლის თანახმადაც არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა 2024 წლის 2 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით პერიოდი. არჩევნების დღედ კი - 16 თებერვალი. ვაკანსიაზე განაცხადი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მოქმედმა დირექტორმა, პროფესორმა ვაჟა პაპასკირმა წარადგინა, რომლის სამოქმედო გეგმას, აკადემიური საბჭო 14 თებერვალს გაეცნო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.