ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მონღოლეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მონღოლეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მონღოლეთის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი HASKAL-ი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით.
გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 10 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.