ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის სოლო კონცერტი Stille Nacht გაიმართება

საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის სოლო კონცერტი Stille Nacht გაიმართება

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საშობაო-საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო კამერული გუნდი, სოლო კონცერტს გამართავს. ღონისძიება 27 დეკემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება.
„შესრულდება ქართველი და ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. კონცერტი ერთგვარი მუსიკალური მედიტაციაა - მუსიკის მეშვეობით ჭვრეტა შობის დღესასწაულის იდუმალი და მანუგეშებელი მშვენიერებისა. გუნდი, საკუთარ და მოწვეულ სოლისტებთან ერთად შეასრულებს: იოსებ კეჭაყმაძის, ვახტანგ კახიძის, გია ყანჩელის, ზვიად ბოლქვაძის, ჰენრი პერსელის, ჟან ფილიპ რამოს, ფრანც ქსავიე გრუბერის, ჯონ დაიკსის, ენიო მორიკონეს მუსიკას.
მოწვეული მუსიკოსები:
ნატალია ქუთათელაძე
ვადიმ შიშკინი
ეკატერინე კიკნაველიძე
ნინა მიჩილაშვილი
მირიან კვალიაშვილი
გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი:
სვიმონ ჯანგულაშვილი
ბილეთები იყიდება biletebi.ge- ზე: https://shorturl.at/EvL9w“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.