საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე, 2008 წელს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” უპატიებელი შეცდომები და უამრავი დანაშაული ჩაიდინა – ალუდა ღუდუშაური

“ხალხის ძალის” განცხადების შემდეგ, კომენტარს აკეთებს მმართველი გუნდის ერთ-ერთი წევრი – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე, 2008 წელს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” უპატიებელი შეცდომები და უამრავი დანაშაული ჩაიდინა.
“უდიდესი ძალისხმევის შედეგად, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი შეძლო ჩვენმა ხელისუფლებამ და თითოეულმა იმ ადამიანმა, ვინც დაუღალავად შრომობდა იმისთვის, რომ საერთაშორისო სამართლით უდიდესი გადაწყვეტილება მოგვეპოვებინა და ახლა უკვე ჩვენს მხარეზეა საერთაშორისო სასამართლოთი და საერთაშორისო სამართლით დამტკიცებული ოკუპაციის, აგრესიული ომის წარმოება საქართველოსთან მიმართებაში.
2008 წლის ომთან მიმართებაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უპატიებელი ქმედებები განახორციელა, საქართველოს სახელმწიფოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებაში. ამ ხალხის ძალისხმევით და უპასუხისმგებლო ნაბიჯების შედეგად, ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე იქნა ისტორიული შეცდომები და არა მარტო შეცდომები, მათი მხრიდან არის უამრავი დანაშაული ჩადენილი,” – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც