საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს სარკისებური რეაქცია, სხვა შესაძლებლობა გამორიცხულია – თუ დაგინახეს, რომ ცალ ფეხზე დგახარ, მეორე ფეხსაც წაიღებენ, უფეხოდ დარჩები და სუვერენიტეტს საერთოდ წაგართმევენ

საქართველოს მხრიდან „პრინციპული“, „მკვეთრი“ და „სარკისებური“ ნაბიჯების გადადგმა მიაჩნია რეალურ გამოსავლად „ხალხის ძალის “ აღმასრულებელ მდივანს გურამ მაჭარაშვილს იმ ზეწოლაზე, რასაც ევრობიუროკრატები ქვეყნის მიმართ მიმართავენ. როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, კულისებში მიმდინარე პროცესების სააშკარაოზე გამოტანამ, რასაც „ხალხის ძალა“ წლების განმავლობაში ახდენდა, შედეგი გამოიტანა და ხელისუფლებას სწორი მოქმედების შესაძლებლობა მისცა.
გურამ მაჭარაშვილმა იმაზეც ისაუბრა, რომ ღირსეული პოზიციონირებით, ქვეყანა შედეგს აუცილებლად მიიღებს და ამის მაგალითად მან -ს მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები ახსენა.
„ხელისუფლების პასუხი უნდა იყოს ძალიან პრინციპული, მკვეთრი, სარკისებური. „ხალხის ძალის“ წერილებს თუ გავიხსენებთ, ჩვენ ყოველთვის საჯაროობას ვთხოვდით ხელისუფლებას. ის რაც ხდებოდა კულისებში, ჩვენ სააშკარაოზე გამოგვქონდა და ხალხს სიმართლეს ვეუბნებოდით. სხვათა შორის, ამან ძალიან კარგად იმუშავა და მისცა საშუალება ხელისუფლებას შესაბამისად ემოქმედა. დღესაც ეს პრინციპია მთავარი – საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს სარკისებური რეაქცია.
ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ პროცესი ქვეყანაში სწორედ ამგვარად მიდის. სხვა შესაძლებლობა გამორიცხულია – თუ დაგინახეს, რომ ცალ ფეხზე დგახარ, მეორე ფეხსაც წაიღებენ, საერთოდ უფეხოდ დარჩები და სუვერენიტეტს საერთოდ წაგართმევენ. ეს არის მოცემულობა და როდესაც დაინახავენ, რომ ღირსეულად დგახარ, შესაბამისი რეაქციაც იქნება. მაგალითად ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პარტნიორობის აღდგენისკენ, შესაბამისი ნაბიჯებია გადმოდგმული,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.