ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები მსოფლიო პატრიარქს შეხვდნენ

საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები მსოფლიო პატრიარქს შეხვდნენ

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები მსოფლიო პატრიარქს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა ქრისტიანულ ეკლესიათა შორის დიალოგის მნიშვნელობაზე და ქვეყანაში ტოლერანტობის განსამტკიცებლად განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
„2024 წლის 16 სექტემბერს სტამბულში ვიზიტით მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან, ევანგელურ ალიანსთან და კონსტანტინოპოლის ქართულ სამრევლოსთან თანამშრომლობით, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ქრისტიანულ ეკლესიათა შორის დიალოგის მნიშვნელობაზე და ქვეყანაში ტოლერანტობის განსამტკიცებლად განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
ვიზიტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების პროგრამის - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.