საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს კანადაში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ, კანადაში, ლეიქ-ლუისში m&i Forum-ში მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, 30-მდე შეხვედრა შედგა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების, ფორუმებისა და კონგრესების შესაძლო ჩატარების საკითხები განიხილეს.
m&i Forum-ში 100-ზე მეტი დანიშნულების მართვის ორგანიზაცია, სასტუმრო, სხვადასხვა ქვეყნის საკონვენციო ბიურო, ტურიზმის საბჭო, ავიაკომპანია და შეხვედრების ინდუსტრიის სხვა წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.