ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პირველ ტაიმში ჩეხეთი 1:0 დაამარცხა - გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პირველ ტაიმში ჩეხეთს ანგარიშით 1:0 ამარცხებს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ გოლი პირველი ტაიმის 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა და ტაბლოზე საქართველო - ჩეხეთს შორის ანგარიში 1:0 დაფიქსირდა.
შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.