საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში სომხეთის ნაკრები ანგარიშით 6:1 დაამარცხა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში სომხეთის ნაკრები ანგარიშით 6:1 დაამარცხა და ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონზე B ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას.
მატჩის ანგარიში მე-4 წუთზე ოთარ კიტეიშვილის გოლით გაიხსნა, მე-14 წუთზე კი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, 23-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ, 27-ე წუთზე კი კიტეიშვილმა დუბლი გაიფორმა, რასაც 35-ე წუთზე მიქაუტაძის ასევე დუბლი მოჰყვა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ 5:0 დასრულდა. მეორე ტაიმში სომხეთმა ერთი ბურთის გაქვითვა ედგარ სევიკიანის გოლით შეძლო, 62-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა.
პლეი-ოფის პირველ მატჩში ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთი სტუმრად ანგარიშით 3:0 დაამარცხა. სომხეთში გოლები გიორგი ქოჩორაშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2024-25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის B1 ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. სულ ნაკრებმა ექვსი მატჩი გამართა – ორი შეხვედრა მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, სამი კი დათმო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ