საქართველოს სასკოლო – სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გეზრბენში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა

საქართველოს სასკოლო – სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გეზრბენში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეჯიბრებაში 2008-2010 წლებში დაბადებულმა გოგონებმა და ვაჟებმა მიიღეს მონაწილეობა.
“შეჯიბრების გამარჯვებულები გოგონებში სკრის, ხოლო ბიჭებში ძევერის საჯარო სკოლა გახდა.
შეჯიბრება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
გარდა გეზრბენისა, ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრებები იმართება კიდევ 6 სპორტის სახეობასა (მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი, 3X3 კალათბურთი, ბადმინტონი) და მხიარულ სტარტებში.
მუნიციპალური ეტაპების შემდეგ, რომელიც დეკემბერში დასრულდება, გაიმართება რეგიონული და ზონალური შეჯიბრებები.
ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტიდან 50-მდე სკოლის 3 000-მდე მოსწავლეა ჩართული”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ