ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს სამთო-სათავგადასავლო ტურისტულ პოტენციალს ჩინეთში გაეცნენ

საქართველოს სამთო-სათავგადასავლო ტურისტულ პოტენციალს ჩინეთში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, ქალაქ სინში საერთაშორისო სამთო-სათავგადასავლო ტურიზმის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს და ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ტურისტული პროდუქტები გააცნეს.
„კონფერენციაზე საუბარი შეეხო საქართველოს სამთო-სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებას, მიღწეულ შედეგებსა და მომავალ გეგმებს.
კონფერენციის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, შეხვედრები გამართეს საერთაშორისო სამთო ტურიზმის ალიანსის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. შეხვედრას ესწრებოდნენ გუიჯოუს პროვინციის მთავრობის, ასევე 20-მდე ქვეყნის სამთო ტურიზმში ჩართული სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.