არქივი7 სექტემბერი, 2025, 18:24
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა

ევრობასკეტის მერვედფინალში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა რიგაში მიმდინარე შეხვედრაში საფრანგეთი დაამარცხა. ამრიგად საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში ითამაშებს.
ანგარიში 80:70 დასრულდა.
შეგახსენებთ, საბერძნეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 90:86 ესპანეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა, თავად პირველი ადგილი დაიკავა, ამრიგად საქართველოს გზა გაეხსნა მერვედფინალისკენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.