პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დანია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დანია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დანია 62:60 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. “ევრობასკეტ 2025”-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლოსწინა ტურის მატჩი “თბილისი არენაზე” გაიმართა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები “ევრობასკეტის” საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 24 თებერვალს სტუმრად სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს.
„ევრობასკეტი 2025” ოთხ ქვეყანაში: ფინეთში, კვიპროსში, პოლონეთსა და ლატვიაში ჩატარდება, გათამაშების ფინალური ეტაპის წილისყრა კი 27 მარტს რიგაში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.