„საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ გზავნილის აბსურდულობა დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობაზე თხოვნის მიღებამ

„საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ გზავნილის აბსურდულობა დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობაზე თხოვნის მიღებამ
ამ გზავნილის აბსურდულობა დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობაზე თხოვნის მიღებამ,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით გავრცელებულ მიმართვაზე, რომლითაც ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები მოუწოდებენ თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში, უარყონ ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმი და არ გამართონ შეხვედრები აღნიშნულ რეჟიმთან.
მისივე თქმით, შეხვედრები იმართება, სახელმწიფოს ხელისუფლება მართავს, თანაც უმრავლესობის მიერ ლეგიტიმაცია მინიჭებული გუნდი და პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის განვითარებასა და ევროპულ მომავალზე.
”ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით მიმართვა გაავრცელა რომლითაც ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები მოუწოდებენ თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში, უარყონ ივანიშვილის უკანონო რეჟიმი და არ გამართონ შეხვედრები უკანონო რეჟიმთან ვიდრე ის არ დათანხმდება ახალ, სათანადო მონიტორინგით ჩატარებულ არჩევნებს.
ამ გზავნილის აბსურდულობა დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობაზე თხოვნის მიღებამ. იგი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა და მან რამშტაინის რიგით 25-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ანუ ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით გაკეთებული მიმართვა, რომ არავინ გამართოს შეხვედრები ივანიშვილის რეჟიმთან ვიდრე ის არ დათანხმდება ახალ, სათანადო მონიტორინგით ჩატარებულ არჩევნებს შინაარსს მოკლებულია და მან აზრი დაკარგა.
შეხვედრები იმართება, სახელმწიფოს ხელისუფლება მართავს, თანაც უმრავლესობის მიერ ლეგიტიმაცია მინიჭებული გუნდი და პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის განვითარებასა და ევროპულ მომავალზე.
წარმატებები ქართულ სახელმწიფოს, კოლექტიურ ჯო უილსონებს თავისი მრუდე გზა აქვთ,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს