საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისლანდიელ კოლეგას შეხვდა

ქალაქ სკოპიეში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ისლანდიელ კოლეგას, ბიარნი ბენედიქტსონს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ საქართველო-ისლანდიას შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და განიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები.
„ხაზი გაესვა საქართველოს ინტერესს ნორდიკულ ქვეყნებთან კავშირების განმტკიცების კუთხით.
კოლეგებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსოფლიოს მასშტაბით არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე აუცილებელია პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისლანდიას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკომისიის მხრიდან გაცემული რეკომენდაციის მნიშვნელობას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. იმედი გამოითქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ქვეყანა დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”